LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ ნოზაძე: „ადამიანმა შთამომავლობა უნდა დატოვოს. მოდი, უხეშად ვთქვათ – მეტი რა შეგვიძლია?!“

167
რამაზ ნოზაძე მთავარზე

ცნობილი სპორტსმენი რამაზ ნოზაძე პასუხობს „თბილისელების“ შეკითხვას, რა არის ცხოვრების მიზანი:

„ადამიანმა შთამომავლობა უნდა დატოვოს. თითოეული ადამიანის მიზანია, შვილი შვას, გამრავლდეს, გააბევროს კაცობრიობა. მოდი, უხეშად ვთქვათ – მეტი რა შეგვიძლია?! ხალხმა მილიონები იშოვა, ჩვენც რომ ვიშოვოთ, მერე რა ?! მოვკვდებით და მილიონები ჰაერში დარჩება. მხოლოდ შთამომავლობას დავტოვებთ, ეს არის ჩვენი გამოძახილი, თორემ თუ გინდა, ქვეყნის მეფე გახდე, მოკვდები და წახვალ, მთავარია, რომ გამრავლდე. სახელმწიფოს კი ვეტყოდი, რომ დაეხმარეთ ოჯახებს, დღეს ადამიანებს ეშინიათ შვილის გაჩენის, რადგან მისი გაზრდა ძალიან რთულია. ღმერთის წყალობით, ოთხი შვილი მყავს, ჩემზე მეტიც ჰყავთ და ყველას ვენაცვალე. ღმერთმა ყველას ჯანმრთელი შთამომავლობა გაუზარდოს. ადამიანისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“.

რამაზ ნოზაძე: „უცხოეთში გართობა ღალატად ნამდვილად არ მიმაჩნია…“

ვიდეო: რამაზ ნოზაძე: ვისაც გოგონები გყავთ, არ მოდუნდეთ!.. ბიჭიც მეღირსა!“

ხატია სიჭინავა: „მე და ჩემი ქმარი ორი უკიდურესობა ვართ… შემიძლია, ადამიანი ისე წავშალო გულიდან და გონებიდან, მოგონებაც არ დავიტოვო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g