მსახიობი და მომღერალი თაკო აბაშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში ძალიან ბედნიერია:
„ძალიან ბედნიერი ვარ. პირად ცხოვრებაში მშვენივრად ვგრძნობ თავს. ერთადერთი, რასაც ვამბობ, ალბათ, აღარ გავთხოვდები, რადგან ჩემთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. მყავს შვილი და სახლში ორი გოგო ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ. ასე რომ, შესაძლებელია, ადამიანს გათხოვების გარეშეც ყველაფერი კარგად ჰქონდეს. პირადი ბედნიერებისთვის ეს სულაც არ არის საჭირო. ვაღიარებ, იმისთვის, რომ გქონდეს სტიმული და თვალები სხვანაირად გიბრწყინავდეს, აუცილებელია, შენ გვერდით იყოს საყვარელი ადამიანი, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ საყვარელი და სასურველი მამაკაცი ყველას უნდა ჰყავდეს, მაგრამ ამისთვის სულაც არ არის საჭირო ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ყველა ქალს ვურჩევ, მერად შეიყვარონ საკუთარი თავი და მეტად სასურველი იქნებიან…“
ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ „თბილისელების“ 10 თებერვლის ნომერში.