რამდენიმე თვის წინ „ბენიფერის“ განახლებულმა რომანმა შოუბიზნესის სამყარო შოკში ჩააგდო, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი განცვიფრება ჯეი ლოს ექს-საქმროს, ალექს როდრიგესის მდგომარეობასთან ვერც კი მივა. ის ხან ერთ ცნობილ ქალბატონთან პაემნის დროს გადაიღეს, ხან ყოფილ მეუღლესთან, მედიის ცნობით ის რევანშისთვის ბენ აფლეკის ყოფილ მეგობარ გოგონასაც კი მიადგა. ახლახანს კი ცნობილი გხადა, რომ ყოფილი სპორტსმენი ტელე-წამყვანით, მელანი კოლინზითაა გატაცებული.
ახლახანს ალექსმა „ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, სადაც სიმინდის ყანაში შედის და უჩინარდება. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ასე იქცევა ალექს როდრიგესი, როდესაც ბენიფერის ფოტოებს ხედავს“, „სულ გაგიჟდა“, „მიტოვებული კაცის იმიჯი“, – ასე აფასებენ სოციალურ ქსელში როდრიგესის ვიდეოს.
სიყვარულის კულმინაცია – „ბენიფერის“ ცხელ-ცხელი ფოტოები იახტიდან