LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შაილომ 18 წლის იუბილეზე პირადად დაიქირავა ადვოკატი და მას მომსახურების თანხა თავადვე გადაუხადა“ – უახლესი ცნობები „ბრანჯელინას“ ოჯახიდან

279
page

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის პირველმა ბიოლოგიურმა ქალიშვილმა, 18 წლის შაილომ მამის გვარზე უარი განაცხადა.

ახლახან მედიაში ინსაიდერის განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ შაილომ თავად დაიქირავა პირადი ადვოკატი და ეს თავის 18 წლის იუბილზე გააკეთა.

„შაილომ თავის 18 წლის იუბილეზე პირადად დაიქირავა ადვოკატი და მას მომსახურების თანხა თავადვე გადაუხადა. გოგონამ სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ პიტის გვარი, დედის გვარით, ჯოლით ჩაანაცვლონ“, – აცხადებს წყარო.

მედიაში წერენ, რომ შაილოსა და ბრედს შორის დაპირისპირების თავი და თავი ანჯელინა ჯოლია, რომელიც შვილებს მამის წინააღმდეგ განაწყობს.

უდიდესი დარტყმა ბრედ პიტისთვის – შაილომ და-ძმების მსგავსად მამის გვარზე უარი განაცხადა – რას წერს მედია

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამის გვარზე უარი წყვილის 15 წლის ვივიენმაც განაცხადა. მანამდე მამის გვარი უარყო ექს-წყვილის უფროსმა ქალიშვილმა, ზაჰარამ, მანამდე კი დედის გვარზე გადავიდა მათი ვაჟი, პაქსიც.

კიდევ ერთი უარყოფა – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 15 წლის ქალიშვილმა მამის გვარზე უარი განაცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები