LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი ძვირფასი ქვებით მორთული ზედით გამოჩნდა – 50 წლის ვარსკვლავი „ჟივენშის” ჩვენებას დაესწრო

114
შარლიზ ტერონი ძვირფასი ქვებით მორთული ზედით გამოჩნდა - 50 წლის ვარსკვლავი „ჟივენშის” ჩვენებაზე დაესწრო

ჰოლივუდის ვარსკვლავი შარლიზ ტერონი კვლავაც ამტკიცებს, რომ ელეგანტურობის ეტალონია. 50 წლის მსახიობი 3 ოქტომბერს პარიზში „ჟივენშის” მოდის ჩვენებას დაესწრო და ყველას ყურადღება თავის უჩვეულო და თვალშისაცემი იმიჯით მიიპყრო. ტერონი კამერების წინ ძვირფასი ქვებითა და ვერცხლის ელემენტებით მორთულ ზედატანით პოზირებდა. მას თეთრი პიჯაკი, თავისუფალი შარვალი, ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და მზის სათვალე ეკეთა. მსახიობმა თმა და მაკიაჟი ბუნებრივ სტილში აირჩია, რაც მის გარეგნობას კიდევ უფრო დახვეწილს ხდიდა.

2014 წლის დეკემბერში ტერონმა ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ შონ პენთან ნიშნობის შესახებ განაცხადა, თუმცა წყვილი 2015 წლის ივნისში დაშორდა. 2023 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი მოდელ ალექს დმიტრიევიჩს ხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით მედიამ გაავრცელა ცნობები მათი დაშორების შესახებ. ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დაშორების შემდეგ შარლიზ ტერონი გაცნობის აპლიკაციაში დარეგისტრირდა.

„აღარც კი მახსოვს, ბიუსტჰალტერი ბოლოს როდის ჩავიცვი“ – 50 წლის შარლიზ ტერონის თამამი ფოტოსესია და პროვოკაციული ინტერვიუ

„ახლა ისეთი სექსი მაქვს, როგორიც არც 20 და არც 30 წლის ასაკში არ მქონია“ – 49 წლის შარლიზ ტერონის გულახდილი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები