დღეიდან კატარში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, Art Basel გაიმართება. ღონისძიების წინასწარ ჩვენებებს უკვე დაესწრნენ მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავები და ცნობილი ფიგურები. მათ შორის ანჯელინა ჯოლი, დევიდ ბექჰემი, ნაომი კემპბელი და სხვები…
50 წლის ანჯელინა ჯოლი ღონისძიებაზე გრძელ კაბაში გამოჩნდა, რომელიც ბუმბულებით იყო გაფორმებული. მსახიობი ფოტოსესიაში ხელოვან ანჟელა ფერეირასთან, აიზა აჰმედთან და პაკისტანელ რეჟისორ, შარმინ ობეიდ-ჩინოსთან ერთად მონაწილეობდა.
ცნობისთვის ცოტა ხნის წინ მედია 50 წლის ანჯელინა ჯოლისა და ფრანგი მსახიობის, 42 წლის ლუი გარელის რომანზე ალაპარაკდა. აღსანიშნავია, რომ მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა ახალ ფილმში, „კუტიური“.
„შეხედეთ მის მზერას, ის შეიცვალა“, – წერენ ანჯელინას უახლეს გამოჩენაზე.
გადასაღებ მოედანზე გაჩაღებული სიყვარული – ანჯელინა ჯოლისა და ლუი გარელს რომანი აქვთ
ანჯელინა ჯოლი და ლუი გარელი ახალ ფილმში ერთიანდებიან – პირველი კადრები