ჯენიფერ ლოპესი „ნეტფლიქსის“ სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმში, „ატლასი“ იღებს მონაწილეობას, რომელზე მუშაობაც უკვე დაიწყო. გადასაღები მოედნიდან ფოტოებიც გავრცელდა. თრილერის გადაღებები ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფოტოებში ჩანს , რომ 53 წლის მსახიობი სრულიად სხვა იმიჯითაა წარმოდგენილი. მას მაკიაჟი არ ჰქონდა და სხეულზე მომდგარი ქურთუკი და ლეგინსები ეცვა, მის „ლუქს“ კი აწეული თმა ასრულებდა.
ეს არ გახლავთ ჯეი ლოსა და „ნეტფლიქსის“ პირველი ტანდემი, კომპანიამ უკვე გადაიღო ჯეი ლოს შესახებ დოკუმენტური ფილმი, ასევე ვარსკვლავმა ითამაშა მძაფრ-სიუჟეტიან დრამაში „დედა“.
მეუღლის კვალდაკვალ – „ბენიფერი“ მცირე პაუზის შემდეგ ერთად გამოჩნდა
„ნეტფლიქსმა“ ჯენიფერ ლოპესის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ჯეი ლო მკვლელის როლში – „ნეტფლიქსის“ ფილმის „დედა“ გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა