LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სვიფტოლოგია“ – ბელგიის უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის სიმღერების შესახებ კურსს წაიკითხავენ

193
page

ბელგიაში, „გენტის უნივერსიტეტში“ ტეილორ სვიფტის სიმღერების ტექსტების შესახებ კურსი ჩატარდება. კურსის სახელწოდებაა: „ლიტერატურა, ტეილორის ვერსია“. „სვიფტოლოგია“ შემოდგომის სემესტრში ჩატარდება და მას პროფესორი, ელი მაკკოსლენდი წაიკითხავს. სილაბუსის მიხედვით, შეფასების მისაღებად სტუდენტებს სიმღერის ან 4 000 სიტყვანი ესეის დაწერა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ტეილორ სვიფტი არ გახლავთ პირველი არტისტი, რომელმაც აკადემიური ყურადღება მიიქცია. ტეხასის უნივერსიტეტში დაიწყო ინგლისური ლიტერატურის კურსი ბიონსეს შემოქმედების შესახებ. ასევე უკვე არსებობს კურსი ჰარი სტაილსის შემოქმედებაზეც.

შეგახსენებთ, ახლა ტეილორ სვიფტი, 5 წლიანი პაუზის შემდეგ, ტურნეში Eras იმყოფება და აგრძელებს შთამბეჭდავი კონცერტების ჩატარებას.

ტეილორ სვიფტმა თავისი ტურნეს თითოეულ მძღოლს საჩუქრად 100,000 დოლარი გადასცა

ტეილორ სვიფტის კონცერტმა 2.3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია

ტეილორ სვიფტის ძველი ალბომის ახალმა ვერსიამ, 2023 წლის გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები