კომპანია Tesla-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ჰუმანოიდი რობოტი Optimus რეგულარულად – ყოველწლიურად განახლდება და გაუმჯობესდება.
მისი თქმით, ამჟამად მუშავდება Optimus-ის მესამე თაობა, რომელიც შეიძლება გახდეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ტიპის ანდროიდი.
Optimus 3-ის წარმოება უკვე 2026 წლის ზაფხულში დაიწყება.
საწყის ეტაპზე წარმოება მცირე იქნება, ხოლო მასობრივი წარმოება დაახლოებით 2027 წლიდან იგეგმება.
პირველ ეტაპზე რობოტების აწყობა განხორციელდება Fremont Factory-ში, სადაც წლიურმა მაჩვენებელმა შეიძლება 1 მილიონ ერთეულს მიაღწიოს. მოგვიანებით წარმოება ტეხასშიც გაფართოვდება, სადაც ქარხანა კიდევ უფრო მაღალი სიმძლავრით იმუშავებს.

Tesla გეგმავს, რომ Optimus გახდეს მისი ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური მიმართულება. ამ მიზნით კომპანია ეტაპობრივად ამცირებს ზოგიერთი ავტომობილის წარმოებას, მათ შორის Tesla Model S-სა და Tesla Model X-ის მოდელების.
მიუხედავად იმისა, რომ წარმოება მალე დაიწყება, რობოტის თავისუფლად შეძენა მომხმარებლებისთვის სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდება მხოლოდ 2027 წლის ბოლოსთვის.
ილონ მასკის განცხადებით, კომპანია გეგმავს Optimus-ის წარმოება მაქსიმალურად სწრაფ ტემპში განავითაროს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინდუსტრიულ პროექტად აქცევს.