LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს – მიზეზი უხარისხო ელექტროქარებია

40
tesla

„ტესლას“ ელექტროქარების ნორვეგიელმა მფლობელებმა, რომლებიც ავტომობილთან დაკავშირებული პრობლემებით დაიღალნენ, შიმშილობა დაიწყეს. ყურადღების მიქცევის რადიკალური გზა მათ დეფექტების მრავალფეროვნების გამო მიიღეს და თანაც იმედი აქვთ, რომ პრობლემების გამოსწორება როგორმე დაჩქარდება. გაფიცულთა თქმით, „ტესლა“ მათ ან გარკვეული დროით მოცდას სთხოვს, ანდაც საერთოდ დუმს. შიმშილობა 27 აგვისტოს დაიწყო და ახალი ამბავი ქსელებშიც გავრცელდა, ასე რომ შესაძლოა ილონ მასკის ყურადღებაც მიიქციოს.

იმ დეფექტებს შორის, რომლებზეც აქტივისტები ჩივიან, საღებავის ცუდი ხარისხი, ჟანგი, ცუდი ელემენტი და მულტიმედიის ეკრანის სიყვითლეც კია.

თუმცა, ბოლო წვეთი მხარდაჭერის სამსახურის უყურადღებობა გახდა, რადგან „ტესლასთან“ დაკავშირება თითქმის შეუძლებელია. როგორც გამოცემა the Drive წერს, „ტესლას“ მსგავსი პრობლემები აქვს ჩრდილოეთ ამერიკულ ბაზარზეც და რას ფიქრობს მასკი უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები