ბენ აფლეკის უამრავი წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ ჯეი ლოსთან განშორებამ დააგვირგვინა. „ბენიფერის“ გულშემატკივრები შოკირებულები არიან, ისევე როგორც მსოფლიო მედია.
ყველაზე გამორჩეული სასიყვარულო ისტორიის მქონე წყვილის განშორების რეალური მიზეზი კვლავ ბურუსითაა მოცული.
ყოველივე ამის ფონზე, ინტერნეტსივრცეში ბენ აფლეკის ძველი ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც მსახიობმა 1999 წელს, გამოცემა Playboy-ს მისცა და ურთიერთობებზე გულახდილად ისაუბრა.
„ურთიერთობის საწყის ეტაპზე თვალს ხუჭავ პატარ-პატარა პრობლემებზე, თავს იტყუებ, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მერე ამას უკვე ვეღარ ახერხებ და ნანობ, რატომ თავიდანვე არ გამოთქვი პრეტენზია იმაზე, რაც არ მოგწონდა. ყველაფერი მალე მბეზრდება, ვისტრესები, იმედია წლების შემდეგ შევიცვლები“, – აცხადებს მსახიობი, რომელიც ამ ინტერვიუს დროს 27 წლის იყო.
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ რომ, როგორც ბენი ვარაუდობდა, ის ვერც წლების შემდეგ შეიცვალა და მის ანგარიშზე უამრავი ხანმოკლე რომანი, ბევრი გულგატეხილი ქალი და ორი წარუმატებელი ქორწინებაა.