LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

158
ავტოსაგზაო შემთხვევა

გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა – ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წმინდაწყალზე მოხდა. არსებული ცნობითვე, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g