ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან მორიგი ემოციური გარჩევების დროს გადაიღეს. ამჯერად წყვილი ბევერლი-ჰილსზე, ავტომობილში იჯდა. ბენი ხმამაღლა საუბრობდა და ხელებს შლიდა, ჯეი ლო კი მას შეშფოთებული სახით უყურებდა. ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ აფლეკი ქორწინებაში ბედნიერი არ არის და გამუდმებით დაძაბულია.
„ახლა კი თაფლობის თვე ნამდვილად დასრულდა“, „ბენი ქორწინებაში ბედნიერი არ არის“, „მუდამ დაძაბულია“, „სულ გარჩევებია“, „ალბათ ისევ დალევა დაიწყო“, – წერენ კომენტარებში.