ბრიტნი სპირსი აგრძელებს „ინსტაგრამ“ გამომწერების გაოცებას. ამჯერად პოპ-პრინცესამ უცნობი მამაკაცის ფოტო გაავრცელა, რომელშიც ის წელს ზევით შიშველი, სარკეში პოზირებს და მხოლოდ სახის ნახევარი უჩანს. ფოტოზე მეტად უცნაური და შემაშფოთებელი პოსტის სათაურია.
„ეს ჩემი ბიძაა. რა მოხდება, თუკი მისი ზურგი, ჩემი სახეა?“, – წერს ვარსკვლავი.
ბრიტნის გულშემატკივრები აქტიურად განიხილავენ მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და აცხადებენ, რომ მას ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს.
ცნობისთვის, გამოცემა „რადარ ონლაინი“ წერს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება ბრიტნის მემუარებს, სადაც მან ყოფილი შეყვარებული ბულინგსა და არასათანადო მოპყრობაში ამხილა. ასევე ბრიტნიმ გააჟღერა, რომ ჯასტინის კატეგორიული მოთხოვნით, მას აბორტის გაკეთება მოუწია.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს სასამართლოში უჩივლებს
ბრიტნი სპირსი მენეჯერთან გადაღებულ დამაინტრიგებელ ფოტოებს ავრცელებს