LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენ ფრთხილად!… როცა ქმარმა გაგაბრაზა“ – ჯეი ლო „სკიაპარელის“ წვეულებაზე მარტო მივიდა და დენიელ როსბერის გული დაატყვევა

343
page

მედიაში ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა. ბენი და ჯენიფერ გარნერი ერთად ბევრჯერ გადაიღეს. გასულ კვირას ახალი დეტალი გასაჯაროვდა, ინსაიდერების ცნობით, ჯეი ლო ბენს ექს-მეუღლესთან ინტენსიურ კონტაქტს უკრძალავს.

ჯეი ლო ბენს ექს-მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან ინტენსიურ კონტაქტს უკრძალავს – მორიგი კამათი მანქანაში და ინსაიდერის განცხადება

ყოველივე ამის ფონზე, 54 წლის ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ფოტოების სერია გაავრცელა. ის „სკიაპარელის“ ახალი ბუტიკის გახსნას დაესწრო. გლამურულ ღონისძიებაზე არტისტი მარტო, მეუღლის გარეშე მივიდა. ამ დღეს მას „სკიაპარელის“ ულამაზესი, ღია კრემისფერი კაბა ამშვენებდა.

მედიის განსაკუთრებული ყურადღება ჯეი ლოსა და ბრენდის კრეატიული დირექტორის, დენიელ როსბერის ერთობლივმა ფოტომ მიიპყრო.

„უკეთესზე უკეთესი არ დაილევა!“, „უხდებიან ერთმანეთს“, „ ბენ ფრთხილად“, „როცა ქმარმა გაგაბრაზა“, „ასე ხდება, როცა ცოლს წვეულებაზე მარტო გაუშვებ“, „როსბერის გული დაატყვევა“, – არ წყდება კომენტარები.

ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა სახლი 30 წლიანი იპოთეკური სესხით შეიძინა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები