ორი კვირის წინ, ბრიტნი სპირსმა კვლავ მოახერხა მსოფლიოს შეშფოთება. პოპის პრინცესამ 44 -ე იუბილე მექსიკაში გადაიხადა. ვარსკვლავი სან-ხოსე-დელ-კაბოში შენიშნეს. ერთ-ერთ პაპარაცულ ფოტოში ბრიტნის თავისუფალი სტილის კაბა აცვია და მკერდი უჩანს. ის აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც ჩანს, დიდი მითქმა-მოთქმა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არ იკმარა ბრიტნიმ და „ინსტაგრამზე“ არანაკლებ სკანდალური იერით გამოჩნდა.
ბრიტნის ვიდეო, რომელშიც ის თვალებჩაშავებული და მკერდმოშიშვლებული ცეკვავს, უკვე გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი.
„ეს ვიდეო ეძღვნება ადამიანს, რომელიც მე ძალიან მიყვარს“, – ასე დაასათაურა პოსტი ბრიტნი, თუმცა, თუ ვინ არის პიკანტური ვიდეოს ადრესატი, ჯერჯერობით უცნობია.
რადიკალურად შეცვლილი ბრიტნი სპირსი ქუჩაში ჭიქით ხელში გადაიღეს – მედიაში აჟიოტაჟია

