ფაქტია, „მარველის“ „მარადიულების“ გამოსვლით, 46 წლის ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მან ბრედ პიტთან მტკივნეული განშორების მრავალწლიანი ეტაპი გაიარა და საზოგადოების წინაშე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება.
„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ?!“ – ბრედ პიტის აზრით, ანჯელინა ჯოლი ბავშვებს იყენებს
ამჯერად ვარსკვლავი ბოუენ სმიტის ობიექტივში მოხვდა, ფოტოსესია დახვეწილი და სადა გამოვიდა. ანჯელინამ არც ამჯერად უღალატა თავის სტილს და გადაღებისთვის კლასიკური ტანისამოსი მოირგო. ის მხრებზე ჩამოგდებული, ოქროსფერი კაბით პოზირებდა და ამით ტატუებს დემონსტრირებას უკეთებდა.