ცხოვრების მთავარი მამაკაცის მოპოვების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესს არაერთი ჭორი დაატყდა თავს. ტაბლოიდები იუწყებიან, რომ „ბენიფერმა“ თაფლობის თვის შემდეგ, ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა. ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბენ აფლეკის დედა ახალი რძლით უკმაყოფილოა.
დაუსრულებელი ჭორების ფონზე, ჯეი ლო პირველად გამოჩნდა. ის ლოს-ანჯელესში, ცეკვის გაკვეთილებზე მიმავალი გადაიღეს. 53 წლის ლოპესი, როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მას შავი ტოპი და ამავე ფერის ლეგინსები ეცვა. მის „ლუქს“ მუქი მზის სათვალე და „დიორის“ ჩანთა ასრულებდა.
ჯეი ლო კიდევ ერთხელ დაიწუნეს – ბენ აფლეკის დედას ჯენიფერ ლოპესს ჯენიფერ გარნერი ურჩევნია
ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ, „ბენიფერმა“ ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა