აეროფოტოგრაფიის კონკურსი წელს პირველად ჩატარდა, იდეის ავტორი ფრანგი არტისტი, კრისტოფ მარტინია, სწორედ მან დააარსა აღნიშნული ფოტოკონკურსი. პროექტის მიზანი თვითმფრინავების, საჰაერო ბურთებისა თუ დრონების საშუალებით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მდებარე შთამბეჭდავი ადგილების ფოტოების საზოგადოებისთვის გაზიარებაა.
კონკურსში მონაწილეობა 65 ქვეყნის ფოტოგრაფებმა მიიღეს. წლევანდელი კონკურსის უპირობო ლიდერი სებასტიან ნაგის ნამუშევარი „ესპანური ცისარტყელაა“, სადაც ქალაქ სან-ხუანში გადაღებული ფერადი სახურავებია აღბეჭდილი.

გთავაზობთ აეროფოტოგრაფიის კონკურსის საუკეთესო ნამუშვრებს:








