LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერ საცოლესთან ერთად „ვოგის“ გარეკანზე პოზირებს

182
41412376-0-image-a-28-1617728769813

გასული წლის ზაფხულში, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, 21 წლის ბრუკლინ ბექჰემმა შეყვარებულს, მილიარდერის ქალიშვილს, 25 წლის ნიკოლა პელტცს ცოლობა სთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სულ რაღაც 10 თვიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, გოგონა მას დათანხმდა. მას შემდეგ წყვილი განუყრელია.

ნიკოლა პელტცს საქორწინო კაბას თავად ვიქტორია შუეკერავს – ქორწილი ზაფხულში გაიმართება
რძალ-დედამთილის საოცარი სიყვარული – ვიქტორია ბექჰემი ნიკოლა პელტცს დაბადების დღეს ულოცავს

ამჯერად 22 წლის ბრუკლინ ბექჰემი და 26 წლის ნიკოლა პელტცი გერმანული „ვოგის“ გარეკანზე მოხვდნენ. ბრუკლინი წელს ზემოთ შიშველი პოზირებდა, ნიკოლას კი თეთრი მაისური ამშვენებდა.  ფოტოები ნიკოლამ „ინსტაგრამის“ საშუალებითაც გაავრცელა. გოგონამ არაერთი საინტერესო „ლუქი“ მოირგო.

რაც შეეხება წყვილის ქორწილს, ქორწილი ზაფხულში, ამერიკაში გაიმართება. ის ორ ეტაპად ჩატარდება, პირველი ცერემონია ნიკოლას მშობლიურ ფლორიდაში შედგება, ხოლო მეორე კი ბექჰემების ვილაში, რომელიც კოტსოულდში მდებარეობს. როგორც ჩანს, მალე, ისტორიაში ყველაზე გლამურული ქორწილის მომსწრენი გავხდებით.

 

View this post on Instagram

 

A post shared by @brooklynbeckham

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები