ჯენიფერ გარნერი „ინსტაგრამზე“ სახალისო ვიდეოს ავრცელებს. ის ვაჟთან, სემუელთან ერთად აუზში იმყოფება და ბევრს მხიარულობს. 52 წლის მსახიობს მთლიანი შავი საცურაო კოსტიუმი ამშვენებს და შესანიშნავად გამოიყურება.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც „ბენიფერის“ უთანხმოებისა და შესაძლო განშორების შესახებ გავრცელდა ცნობები, არაერთხელ გაჟღერდა ჯენიფერ გარნერის სახელი. ინსაიდერები იუწყებოდნენ, რომ ჯენი წყვილის შერიგებას ცდილობდა და ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ის უკვე დაიღალა და შუამავლის როლში ყოფნას აღარ აპირებს.
„ჯენიფერ გარნერი დაიღალა შუამავლის როლში ყოფნით და ამ ცირკიდან წასვლას აპირებს“ – რა ხდება „ტრიოში“
ჯეი ლოს სახლიდან გადმობარგებული ბენ აფლეკი კვლავ ყოფილი ცოლის სახლის ზღურბლს მიადგა