LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV Video Music Awards გადაიდო – მიზეზი დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისია

169
hq720

MTV Video Music Awards, რომელიც 10 სექტემბერს, ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო, ამავე დღეს, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს შორის ჩანიშნული პირველი საპრეზიდენტო დებატების გამო, 1 დღით გადაიდო. ახალი თარიღით, დაჯილდოება, 11 სექტემბერს შედგება.

MTV-ის საიუბილეო, მე-40 მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილი, 6 აგვისტოს გახდა. გამარჯვებულების გამოსავლენად ხმის მიცემა, საქართველოდანაც შესაძლებელია.

2024 MTV Video Music Awards-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია – დაჯილდოების ,,ყველაზე ნომინირებული” არტისტი ტეილორ სვიფტია

ტეილორ სვიფტმა VMAs-ზე შესაძლოა ბიონსეს რეკორდი მოხსნას

ჯერჯერობით უცნობია ვის მიანიჭებენ ისეთ საპატიო პრემიებს, როგორებიცაა: ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდო”, რომელიც 1984 წლიდან გაიცემა და Global Icon Award, რომელიც პირველად ღონისძიებაზე, 2021-ში წარადგინეს. არ ხმაურდება შოუს წამყვანის ვინაობაც.

კეტი პერი და ბრიტნი სპირსი MTV Video Music Awards-ის სპეციალურ პრემიებს მიიღებენ

ახლახან, ცერემონიაზე გამომსვლელ არტისტთა პირველი ნაწილი დაანონსდა. გაირკვა, რომ VMAs-ზე სიმღერით – Espresso, საბრინა კარპენტერი წარდგება. სცენაზე ასევე კამილა კაბეიოს, ჩაპელ როუნის, GloRilla-სა და როუ ალეხანდროს პერფორმანსები გაიმართება. რას შეასრულებენ ისინი, ამ ეტაპზე უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ მაისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ხნის შემდეგ, დაჯილდოებაზე ბიონსე იმღერებს, ის გამოქვეყნებულ ლაინაფში, ჯერ არ წერია.

ბიონსე MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე იმღერებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები