მომღერალი ნუცა შანშიაშვილი უყვება ჟურნალ „თბილისელებს“, რატომ დაბლოკა ის რუსული შოუბიზნესის დივამ, ალა პუგაჩოვამ. როგორც ქართველი შემსრულებელი აღნიშნავს, ერთ-ერთ ღონისძიებაზე მას პუგაჩოვამ მისივე სიმღერის „აისბერგის“ შესრულება სთხოვა, შემდეგ რა მოხდა, არ იცის, მაგრამ ის კონცერტში აღარ ჩასვა:
„მითხრა: ჩემო ძვირფასო, ძალიან ბევრი ხალხი გამოდის და ალბათ, ვერ იმღერებ, იმიტომ, რომ ეთერში ვერ მოხვდებიო. არ მინდა ეთერი, ისე ვიმღერებ-მეთქი, ვუთხარი. არა, ისე სიმღერას რა აზრი აქვს, არ გინდა. არა, ვერ გამოხვალო. მოკლედ, უარი მითხრა. ეს ჩემთვის პირველი დარტყმა იყო შოუბიზნესში. ეს იყო პირველი გულისტკენაც და იმედგაცრუებაც…
სიტუაციაც გაურკვეველი იყო. ინიციატივა ხომ მისგან მოდიოდა…
აბსოლუტურად მისი ინიციატივა იყო, ალას მე დღესაც შოუბიზნესის ქალღმერთს ვეძახი. მისნაირი მომღერალი რუსეთს არ ჰყოლია და სავარაუდოდ, არც ეყოლება. გენიალური მომღერალია. თუმცა კარგად მახსოვს, მოსკოვის ქუჩებში რომ მოვდიოდი და ვტიროდი. ცხოვრებაში პირველად ვერ წარმომედგინა, რომ ისეთ დიდებულ მომღერალს, რომელიც ჩემთვის დედოფალი იყო, შეეძლო, ასეთი რამ გაეკეთებინა…“