ბექჰემების რძალმა, ნიკოლა პელტცმა გასულ თვეს თამამი ფოტოთი გულშემატკივრები გააოცა და უამრავი მითქმა-მოთქმაც მოიწვია. 31 წლის მსახიობი წონაში ძალიანაა დაკლებული, ის ახლა სულ რაღაც 45 კილოგრამს იწონის. ამიტომ ბევრი ვარაუდობს, რომ მას „ანორექსია“ აქვს.
ნიკოლას გარეგნობა წლების განმავლობაში თანდათან, სულ უფრო და უფრო იცვლებოდა. მილიარდერ, ნელსონ პელტცის ქალიშვილს არასდროს დაუდასტურებია საჯაროდ, ჩაუტარებია თუ არა რაიმე კოსმეტიკური პროცედურა, თუმცა ეს თემა წლების განმავლობაში განხილვის თემა იყო.
The Daily Mail-თან საუბრისას, ესთეტიკური მედიცინის ექიმმა და დერმატოლოგმა, ჰასან გალადარიმ ნიკოლას გარეგნობის ცვლილებები შეაფასა. მისი თქმით, მსახიობი ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო, თუმცა მისი გარეგნობა წლების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა.
ექიმმა აღნიშნა, რომ ფოტოებზე დაყრდნობით შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, ჰქონდა თუ არა ნიკოლას ჩატარებული რაიმე პროცედურა, თუმცა მისი შუბლის გლუვი იერი და მიმიკური ხაზების შემცირება შესაძლოა ბოტოქსის მსგავსი ანტი-ნაოჭების ინექციებით იყოს მიღწეული.
მისი თქმით, ასევე შესამჩნევია წარბების ოდნავ აწეული ფორმა, რაც შესაძლოა როგორც ქირურგიული, ისე არაქირურგიული ლიფტინგის შედეგი იყოს. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ნიკოლას ცხვირი ადრინდელ ფოტოებთან შედარებით უფრო დახვეწილი ჩანს.
განსაკუთრებული ყურადღება ექიმმა მსახიობის კანის ხარისხს დაუთმო და აღნიშნა, რომ ნიკოლას კანი ყოველთვის გლუვი, ნათელი და თანაბარი ტონისაა, ისეთი, რომელსაც ხშირად „მინისებრ კანს“ უწოდებენ. მისი თქმით, მსგავსი ეფექტი შესაძლოა კანის მოვლის, მზისგან დაცვისა და ისეთი პროცედურების კომბინაციით მიიღწეოდეს, რომლებიც პიგმენტაციასა და კანის ტექსტურაზე მუშაობს.
სხვა პლასტიკურმა ქირურგმა, პოლ ბენუელმა კი აღნიშნა, რომ სახის კონტურის, კანის ხარისხისა და საერთო ჰარმონიის ცვლილება ზოგჯერ შეიძლება ბუნებრივი ასაკობრივი ცვლილებების, წონის ცვლილების, პროფესიონალური მაკიაჟის, განათების ან ესთეტიკური პროცედურების შედეგი იყოს.
კოსმეტიკური სტომატოლოგი, მერვინ დრუიანი ვარაუდობს, რომ მსახიობს შესაძლოა ვინირები ჰქონდეს გაკეთებული. მისი თქმით, 2020 წლის ფოტოებშიც მსგავსი ცვლილება ჩანდა, თუმცა ახალ კადრებში კბილები უფრო დიდი და გამოკვეთილია.
რაც შეეხება ტუჩებს, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტმა, დოქტორმა, როშმა აღნიშნა, რომ ნიკოლას ზედა ტუჩის ფორმა შესაძლოა ე.წ. ტუჩის აუგმენტაციის პროცედურას უკავშირდებოდეს. მისი თქმით, ასეთი შედეგი ხშირად მიიღწევა ძალიან მცირე რაოდენობის ფილერისა და ბოტულოტოქსინის კომბინაციით, რაც ტუჩს ბუნებრივ, რბილ და დახვეწილ იერს აძლევს.
რასაც არ უნდა საუბრობდნენ სპეციალისტები, ფაქტია, ნიკოლა პელტცი ბექჰემების რძლობამდე რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურებოდა. შეიცვალა როგორც მისი ნაკვთები, ასევე ჩაცმის სტილი.

