ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა 17 წლის შემდეგ რომანი აპრილში განაახლეს და მათი ერთად გამოჩენა უკვე სიახლეს აღარ წარმოადენს, თუმცა მათ მიმართ ინტერესი არ იკლებს. გასული უქმეები „ბენიფერისთვის“ საკმაოდ დატვირთული იყო, მათ დრო შვილებთან ერთად გაატარეს, სხვათა შორის, მათთან ერთად ბენის დედაც იმყოფებოდა.
ფოტო: 5 შვილი, ბენის დედა და „ბენიფერი“ – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს დატვირთული უქმეები ჰქონდათ
ამჯერად ჯეი ლო და ბენი ლას-ვეგასში, სავაჭრო ცენტრისკენ მიმავალნი გადაიღეს. ისინი მსგავს ფერებში იყვნენ გამოწყობილნი. ჯეი ლო, როგორც ყოველთვის დახვეწილი „ლუქით“ გამოირჩეოდა. მას შავი ტოპი და შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ქვედაბოლო ამშვენებდა. ორივეს მზის სათვალე ეკეთა. ისინი ხელიხელჩაკიდებულები მიდიოდნენ.
ფოტო: საოცრად ელეგანტურად ჩაცმული ბენ აფლეკი და შეუდარებელი ჯეი ლო პაემანზე გადაიღეს