მონიკა ბელუჩი ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდება გლამურული გამოცემების გარეკანზე. გასულ თვეს მან ბერძნული „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა. ახლახან კი იტალიელმა ლამაზმანმა ჟურნალ „უოლ სტრიტისთვი“ იპოზიორა. ფოტოსესიისთვის მან შავი ბოდე, კრემისფერი „თრენჩი“, მოკლე, შავი კაბა და საოცრად ავანგარდული წითელი შარვალი მოირგო.
ცნობისთვის, 58 წლის მონიკამ ახალი ცხოვრება დაიწყო. ის ცნობილ რეჟისორზე, ტიმ ბარტონაზეა შეყვარებული. წყვილი ერთად უკვე არერთხელ გადაიღეს. მედიის ცნობით, ბელუჩი და ბარტონი გასული წლის ოქტომბერში, ძმები ლუმერების სახელობის კინოფესტივალზე დაახლოვდნენ. ბარტონს საპატიო პრიზი სწორედ მონიკა ბელუჩიმ გადასცა.
„უკანასკნელი სიყვარული“ – 58 წლის მონიკა ბელუჩისა და 64 წლის ტიმ ბარტონის მადრიდული გასეირნება
სილამაზე იტალიურად – 58 წლის მონიკა ბელუჩი ბერძნული „ვოგის“ გარეკანზე