ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის საქორწინო ციებ-ცხელების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება ჯეი ლოს ყოფილი საქმროსკენ, ალექს როდრიგესისკენაა მიპყრობილი. 46 წლის სპორტსმენიც არ არიდებს შეკითხვებს თავს და ჯენიფერის შესახებ ღიად საუბრობს.
ფოტო: იპოვეთ სამი განსხვავება, მიაგეთ პატივი ალექს როდრიგესის ხსოვნას – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები
ალექსმა მარტა სტიუარტის პოდკასტში განაცხადა, რომ ჯეი ლოსთან კავშირი არასდროს უნანია და არც არასდროს ინანებს.
„აი რას გეტყვით ჯენიფერის შესახებ, ის ყველაზე ნიჭიერი ადამიანია რომელსაც მე ოდესმე შევხვედრივარ. ის არის ყველაზე შრომისმოყვარე და ყველა დროის უდიდესი შემსრულებელი“, – სწორედ ამ სიტყვებით შეამკო როდრიგესმა ლოპესი.
შეგახსენებთ, ჯენიფერმა ალექს როდრიგესი სწორედ თავისი ცხოვრების უმთავრესი მამაკაცის, ბენ აფლეკის გამო მიატოვა და ქორწილიც გააუქმა.