ოლივია როდრიგომ ახალი მსოფლიო ტურნე დააანონსა. ტურნეს არტისტის მესამე სტუდიური ალბომის, სახელწოდებით You Seem Pretty Sad for a Girl So in Love მხარდასაჭერად გაიმართება - დისკის, რომელიც დღის სინათლეს, 12 ივნისს იხილავს.
შაკირა პროექტის - Todo Mundo no Rio ფარგლებში, ბრაზილიაში წარდგა. კონცერტი, რომელზეც დასწრება თავისუფალი იყო, 2 მაისს, რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე შედგა.
შვედური სტრიმინგ-სერვისი – Spotify დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, პლატფორმამ არსებობის ისტორიაში პირველად, ყველა დროის ყველაზე სტრიმვადი არტისტების, სიმღერებისა და ალბომების სია გაასაჯაროვა.
ჟურნალმა - TIME 2026 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. 23-ე ყოველწლიური სია მოიცავს ადამიანებს, რომელთა იდეები და ქმედებები მიმდინარე წელს განსაკუთრებულ გავლენას ახდენს პოპ-კულტურასა და სხვადასხვა სფეროზე.
კეტი პერიმ ახალი EP, სახელწოდებით - Thinking of The One That Got Away გამოუშვა. რელიზი მისი ერთ-ერთი საკულტო ჰიტის, The One That Got Away ვირუსულ პოპულარობასა და სოციალურ ქსელებში მის ხელახალ გააქტიურებას უკავშირდება.