საქართველოს სახალხო არტისტს ბუბა კიკაბიძეს ქართველი ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე ემშვიდობება.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქარ­თუ­ლი სცე­ნის ორ ვარ­სკვლავს – ნანი ბრეგ­ვა­ძე­სა და ბუბა კი­კა­ბი­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მეგობრობა აკავშირებდათ.

ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების შემდეგ, ნანი ბრეგვაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ამბები გაიხსენა, მათ შორის ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ ჩასულა ბუბა კიკაბიძე რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ.

„ვერ ვგრძნობ, რომ ბუბა არ არის.. ეკამ ისე მითხრა, რომ არ გავგიჟებულიყავი. მაინც მჯეროდა, რომ კარგად გახდებოდა. ბუბას ორგანიზმს ყველაფერი სტკიოდა, როგორ გითხრათ.. შინაგანი ძალა აძლიერებდა მის ცხოვრებას.. ძალიან მძიმეა ჩემთვის. ყველა დარდობს, ყველას აკლია, მაგრამ მე და ბუბას, როგორც მეგობრებს, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, შემოქმედებით ცხოვრებაზე არ იყო ლაპარაკი, სულ ვეფერებოდით ერთმანეთს, მეუბნებოდა – ნანუ, იცი, როგორ მიყვარხარ..

ყველასთან ძალიან გახსნილი იყო. ძალიან უყვარდა ხალხი.. ნიჭიერი ბევრი ადამიანია, მაგრამ ვერაფერსაც ვერ აკეთებენ, ბუბას სხვა ნიჭი ჰქონდა.. ის იყო ნამდვილი ტალანტი.. ბუბაში იყო ძალიან დიდი არტისტიზმი, სცენურობა, მისი შინაგანი განწყობა ძალიან კარგი იყო სცენაზე.. სცენიდან შეეძლო ანეკდოტიც მოეყოლა..

თვითონ მითხრა, რუსებისგან ვარ შეურაცხყოფილიო.. ისეთი გაბრაზებული იყო.. ჩემი ფეხი არ იქნებაო.. ვის უნდა ვუმღეროო? ამ კაცზე ამბობდა.. ის კაცი, კანკალებდა, გიჟდებოდა ბუბაზე..

მე ვუთხარი, ნუ ჰყვები ზღაპრებს, ერთი კაცის გამო შეიძლება ქვეყანა თავს არ დაესხას სხვას ქვეყანას-თქო..

ბუბა არის გმირი.. მისმა ყოფილმა დირექტორმა ერთხელ მითხრა – ნანი, იცი, რა მოხდაო? ერთი მილიარდერი კაცია, ჭკუას კარგავს ბუბაზე. მითხრა, ბუბას შეუთვალეთო, დაბადების დღეზე, მოსკოვში, ოღონდ ქალაქგარეთ, ჩუმად გავუგზავნი ჩემს თვითმფრინავს, მილიონს მივცემო, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო..

[ბუბამ] ისეთი დღე „დამაყარაო“, რასაკვირველია, არ ვეტყვი, რა შეუთვალა იმ კაცსო და საერთოდ, რა თქვაო..

ბუბამ მაგრად შეაგინა, ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!

რაღაც კონცერტი იყო რუსეთში.. ვუთხარი, წარმოიდგინე ჩემთან ერთად რომ გამოჩნდე, რა ფურორი იქნება-თქო, მომეფერა და მითხრა, შენთან სადაც გინდა იქ გამოვალ, რუსეთის გარდაო.. ბუბას ყველგან იღებდნენ, ოღონდ ჩასულიყო და რუსეთი გაშლილი ხელებით დახვდებოდა..“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე ინტერვიუში.

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მისი ცხედარი ქაშუეთის ტაძარში იქნება დასვენებული, სადაც 2 დღის განმავლობაში (17-18 იანვარს) სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ამავე თემაზე:

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„ერთი ინფორმაცია მინდა გავავრცელო, ეს უკვე გადაწყვეტილია” – რა ინფორმაციას ავრცელებს ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერი

ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში და დიდი სურვილი აქვს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში ჩაერთოს: გიული ალასანია

პრემიერი: „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

„ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურება

გია როინიშვილი: „ბუბა- ეპოქა! ბუბა-დიდი ხელოვანი, ნამდვილი ვარსკვლავი, ბუბა-თავის სამშობლოს საუკეთესო ელჩი ყველგან და ყოველთვის! ნათელი მის სულს! ნათელი მის სახელს!“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ იმ ეპიზოდისთვის ვიქნები მადლიერი, დათოვლილ გზაზე აკვანშემოდგმულ ვირს რომ მიუყვება და წამოტირებისას ჯიბიდან გათოშილი ხელებით ამოაძვრენს სათამაშოს“

ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე – გია ბაღაშვილი ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადახდენილ ამბავს იხსენებს

ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივიჯან, ახლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო – გივი თარგამაძე

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები