LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აშერის შემოქმედების ტრიბიუტი და აფროამერიკული წარმოშობის ვარსკვლავების ტრიუმფი BET Awards-ზე

132
Untitled design

30 ივნისს, ლოს ანჯელესმა,  რიგით 24-ე BET Awards-ს უმასპინძლა. სატელევიზიო არხმა – Black Entertainment Television მუსიკაში, კინოში, სპორტსა და გასართობი ინდუსტრიის სხვა მიმართულებებში გამორჩეული შავკანიანები გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ დრეიკი, რომელიც დაჯილდოების ტოპ ნომინანტი იყო, ჯილდოს გარეშე დარჩა, ღონისძიების ტრიუმფატორებად კი, თაილა, ვიქტორია მონე და აშერი იქცნენ. თითოეულს ორ-ორი ჯილდო მიენიჭა.

შოუს მნშივნელოვან მომენატად ამ უკანასკნელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ტრიბუტი იქცა. ჩაილდიშ გემბინო, კიკი პალმერი, სამერ უოლკერი, კოკო ჯონსი, მარშა ემბროსიუსი, ქლოი, თინაშე, თიანა ტეილორი, ვიქტორია მონე და ლატო, საკულტო R&B შემსრულებლის პატივსაცემად, სცენაზე მისი ჰიტების, მათ შორის: You Make Me Wanna…, There Goes My Baby და Yeah! შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგნენ.

აშერს BET Awards-ზე სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ

საღამოზე შედგა უილ სმიტის სიმღერის პრემიერა. 55 წლის რეპერმა აუდიტორიას, You Can Make It წარუდგინა. გავრცელებული ინფორმაციით, 2005 წლის შემდეგ, ის მუსიკალურ ფესვებს უბრუნდება და სულ მალე ახალ დისკს – Dance in Your Darkest Moments გამოუშვებს.

გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები