ბრედ პიტი ახლა ფლორიდაში იმყოფება, სადაც „ფორმულა 1“-ის შესახებ კინოსურათის, „აპექსის“ გადაღებები მიმდინარეობს. მას პარტნიორობას ხავიერ ბარდემი უწევს.
ამჯერად 60 წლის მსახიობი ფლორიდის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. ამ დღეს მას კრემისფერი ფუმფულა ზედა და შარვალი ეცვა, მის „ლუქს“ პანამა და „კროქსები“ ასრულებდა, სწორედ ეს უკანასკნელი იქცა ინტერნეტსივრცეში განხილვის საგნად.
„ბრედს კროქსები არ შეეფერება“, „ფუმფულა და საყვარელი“, „60 წლის თინეიჯერი“, – არ წყდება კომენტარებში.