LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედის კვალდაკვალ – ანჯელინა ჯოლი Madame Figaro-ს გარეკანზე და ვრცელი ინტერვიუ

291
page

თუკი გასულ კვირას, ბრედ პიტმა გამოცემა GQ Magazine-ს გარეკანი დაამშვენა და არტ-ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, მისმა ყოფილმა ცოლმა, ანჯელინა ჯოლიმ ვრცელი ინტერვიუ ფრანგულ გამოცემას, Madame Figaro-ს მისცა  და არაერთი შთამბეჭდავი ფოტოც გადაიღო.

„ჩვენი გულები გატეხილია“ – ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის შესახებ და მსახიობის ინტერვიუ

გამოცემასთან მსახიობმა გენდერულ თანასწორობაზე, შვილების აღზრდასა და უკრაინელ ხალხზე ისაუბრა. მისი აზრით, ქალთა დისკრიმინაცია მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

„თუკი სადმე რაიმე კონფლიქტური სიტუაცია იქმნება ხოლმე, პირველ რიგში სწორედ ქალები ზარალდებიან, ქალები ვერ იღებენ საკმარისს თავისუფლებასა და მხარდაჭერას. მე სამი ბიჭი მყავს და სამი გოგო, მათში ყოველდღიურად ახალ დეტალებს აღმოვაჩენ ხოლმე. მთავარი ისაა, რომ სქესის მიუხედავად, ყველამ თავისი ადგილი უნდა იპოვოს ისე, რომ სხვისი თავისუფლება არ შეზღუდოს. მე ჩემს შვილებს არჩევანის თავისუფლებას მუდამ ვაძლევ და მსურს, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ “, – აცხადებს 47 წლის ჯოლი.

როგორც ცნობილია, „მშვიდობის ელჩი“ ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა, ის აცხადებს, რომ აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით.

„მე დავრწმუნდი უკრაინელი ხალხის სიძლიერეში, ისინი არამხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან, არამედ იცავენ სხვებსაც“, – განაცხადა ანჯელინამ.

„ჭურვის ნატეხით თამაშობდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ეჭირა ხელში“ – ანჯელინა ჯოლი სულის შემძვრელ პოსტს ავრცელებს

ფოტო: „ბრანჯელინას“ ახალი სკანდალი – ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის და რუს ოლიგარქს უჩივის

ფოტო: ბრწყინვალე ანჯელინას მოოქროვილი „ლუქი“ თვალისმომჭრელ ფოტოსესიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები