ისტორიაში პირველი, ქალი არტისტებით დომინირებული Victoria’s Secret-ის შოუს სრული ლაინაფი ცნობილია.
გაირკვა, რომ ჩვენებას მუსიკალურად, 78 წლის საკულტო მომღერალ – შერისთან ერთად, ჯენზის სუპერვარსკვლავები, 22 წლის თაილა და 27 წლის ლისაც გააფორმებენ.
ამ დროისთვის, უცნობია შერის სეტლისტი. ასევე არ ხმაურდება, ახალგაზრდა არტისტების რომელი სიმღერების თანხლებით გაივლიან პოდიუმს ,,ანგელოზები”.
ინტერნეტმომხმარებლების ვარაუდით, მათ შორის უდავოდ იქნება ისეთი ჰიტები, როგორებიცაა: შერის Believe, თაილას Water და ლისას Superstar.
შეგახსენებთ, რომ 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ,,ვიქტორიას სიქრეტის” დეფილეს 10 ოქტომბერს, ნიუ-იორკი უმასპინძლებს.
შერი Victoria’s Secret-ის შოუზე იმღერებს – დეფილეს გამართვის თარიღი ცნობილია